top of page
silk-fabric-transparent-material-home-decoration.jpg

საქორწილო სამოსი

სამეგრელოში დანიშნულების მიხედვით ჩაცმულობა ძირითადად ორი სახესა ყოფილა: საშინაო და საგარეო. თავისებურ სახეს ატარებდა რიტუალური სამოსელიც, რომელსაც ქორწილისა და გლოვის დროს იცვამდნენ. ჩამცმელი შეძლების შესაბამისად, საუკეთესო მასალით იკერავდა სამოსს და მის შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა, ასეთ საგარეო სამოსს  სამეგრელოში  - „სამედიდუროს“ უწოდებდნენ. 

ნიშნობის შემდეგ საპატარძლოს მზითევს უმზადებდნენ. შემძლე გლეხის ქალი კარგი ქონების მზითევს გაიყოლებდა თან: „ნორჩალი“ ლოგინი ხუთი, ექვსი ან მეტი ხელი; „ნასტოლარი“ - ავეჯი; „ლინჯი" -  სპილენძეულობა, არაყისს გამოსახდელი ქვაბიდან   დაწყებული, საჭმლის  პატარა ქვაბით - „წუკალათი“ დამთავრებული. ამაში შედიოდა აგრეთვე, ხეელსაბანი ჭურჭელი და სხვ.  

მეჯოგეები მზითევში ქალს ბევრ საქონელს ატანდნენ, ჩვეულებრივ კი ერთის გატანებაც საკმარისი იყო. რაც მთავარია, ბარგი – ტანსაცმლის მარაგი, რითაც ქმრის ოჯახში ქალი თავს იწონებდა. მზითევში ფულის გატანებაც სცოდნიათ. 

საგარეო ჩაცმულობის ყველაზე საზეიმო კომპლექსს საქორწილო სამოსელი ქმნიდა. საპატარძლო ჩაცმულობაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ნიშნობის დროს იწყებოდა, როცა საქმრო ბიძის ან ძმის ხელით საცოლეს უგზავნიდა სამკაულებს -  „შანა“ და ქორწილისათვის საჭირო საკაბეს, თავშალსა და ფეხსაცმელებს.

ნიშნობის შემდეგ საპატარძლოს მზითევს უმზადებდნენ. შემძლე გლეხის ქალი კარგი ქონების მზითევს გაიყოლებდა თან: „ნორჩალი“ -  ლოგინი ხუთი, ექვსი ან მეტი ხელი; „ნასტოლარი“ - ავეჯი; „ლინჯი" -  სპილენძეულობა, არაყისს გამოსახდელი ქვაბიდან   დაწყებული, საჭმლის  პატარა ქვაბით - „წუკალათი“ დამთავრებული. ამაში შედიოდა აგრეთვე, ხეელსაბანი ჭურჭელი და სხვ.  

მეჯოგეები მზითევში ქალს ბევრ საქონელს ატანდნენ, ჩვეულებრივ კი ერთის გატანებაც საკმარისი იყო. რაც მთავარია, ბარგი – ტანსაცმლის მარაგი, რითაც ქმრის ოჯახში ქალი თავს იწონებდა. მზითევში ფულის გატანებაც სცოდნიათ. 

ძველად საქორწილო ტანსაცმლის საუკეთესო ვარიანტს ქართული სარტყელ-გულისპირიპნი კაბა შეადგენდა და პატარძალი თავზე შემკულ ლეჩაქს გადაიფარებდა. ვაჟი კი ჩოხა-ახალუხით იწერდა ჯვარს.

ფართოდ გავრცელებული იყო  ე.წ- კაბა „შანტიკლერი“, ეს ყელმოხსნილი და მოკლე სახელოებით შედგენილი კაბა XX საუკუნეში იწყებს გავრცელებას ახალგაზრდებში და მერე საქორწილო ჩაცმულობად იქცევა. კაბის ზედა ნაწილი ტანზეა მოყვანილი, ქვედა  „კლოშად“ დაწყობილი ქსოვილის გამო  ბოლოსაკენ გაგანიერებული. ამის დამზადება მხოლოდ „მოდისტკას“ შეეძლო  და მისი შეკერვის საფასურად ხუთი მანეთი ყოფილა გადასახდელი. აღნიშნულ ტანსაცმელთან ერთად პატარძალს თავზე ძვირფასი თავშალი ებურა ფეხზე კი თეთრი ფეხსაცმელი ეცვა. 

მასალად კარგი შალი და აბრეშუმი  ირჩეოდა, ფერებიდან –– თეთრი. ასევე იცოდნენ წითელ ქევედაწელთან თეთრი ზედაწელის ჩაცმაც იცოდნენ და კრემისფერ ან ცისფერ კაბაშიაც ბევრს დაუწერია ჯვარი.  

ვარს ეკლესიაში ან მარანში იწერდნენ, იქ, სადაც, ოჯახს სალოცავი ქვევრები ჰქონდა ჩაფლული. პატარძალს გამჭირვალე, თხელი ქსოვილით პირსახეს დაუმალავდნენ და ზემოდან მძივებით შემკულ საქორწინო  გვირგვინს  დაადგამდნენ.

ჯვარისწერის დასრულების შემდეგაც საქორწილო სუფრასთან პატარძალი პირჩამოფარებული იჯდა იქამდე, სანამ შესაწევარის აკრეფას არ შეუდგებოდნენ, რის შემდეგაც გადახდდნენ თავშალს და სტუმრები პირველად დაინახავდნენ პატარძლის სახეს და  სიხარულის ნიშნად თოფებს დასცლიდნენ. 

ქორწილს შემდეგ  საქორწილო თავსაფარს  საგარეოდ გამოიყენებდნენ კაბას უფრთხილდებოდნენ” ერთი-ორჯერ ხატობაში ან „იარმუკაზე" ჩაიცვამდნენ და მერე საგულდაგულოდ  შეინახავდნენ.

***

ანსაცმელის დამზადებას და მისი მოვლა-პატრონობას შემდგომშიაც დიდი ყურადღება ეთმობოდა. ახალ ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ, არქანჯელო ლამბერტის ცნობით, სამეგრელოში გავრცელებულ ნაგებობებში ტანსაცმლის შესანახად განკუთვნილი ხის კოშკი სიმაგრეთ ყველას სჯობდა. ტანსაცმელს ხშირად ამზეურებდნენ, რომ სამეგრელოს ნესტიან ჰავას  არ დაეზიანებინა. ჩრჩილის  საწინააღმდეგოდ კი   მძაფრი სუნის მქნე მცენარის ანწლის, კაკლის ფოთლებსა და ქინძის ღეროებს ან ნიორს იყენებდნენ. ხალხში არსებული რწმენით გაზაფხულის მაგარ წვიმაში დასველებულ ტანსაცმელს ჩრჩილი აღარ მიეკარებოდა. 

ელიაობას ავსულებისა და კუდიანების დღეს, თუკი სადმე ტანსაცმელი იყო ყველას დამალავდნენ, რადგან სწამდათ კუდიანები ღამე სახლებში იპარებიან რათა ტანსაცმელს პატარა ნაჭერი ჩამოსჭრან პატრონის მოსაჯადოებლადო. 

ავი თვალისგან დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით „ანგაროზის“ დაკერებაც იცოდნენ. იგი ფერადი (უმთავრესად შავი) ტყავის ან ქსოვილის ნაჭერს წარმოადგენდა, რომელიც ხელით და ხშირად წითელი ძაფით იყო სამკუთხედის ფორმაზე შეკერილი.

ავგაროზში მოთავსებული იყო  სხვადასხვა ნივთი, რომელიც მხოლოდ მლოცველი ქალისათვის იყო ცნობილი. 

georgian (5)_edited_edited.png

"Women cover their head with a thin and white shawl, which has three gussets – one was touching the back and two others – the shoulders. The shawl is fixed to the head with a hat with gold and silk twine, which resembles a crown. A feather or a beautiful flower was usually attached to this

crown.”

 

Arcangelo Lamberti

bottom of page