top of page
ზუგდიდიbaner (7).png

შრომის ორგანიზება

სამეურნეო შრომის ორგანიზებისას პატარა ოჯახების უმრავლესობა, თუ ერთი უღელი ხარი მაინც ჰყავდა,  ხვნა-თესვას დამოუკიდებლად ახერხებდა. 

იმ შემთხვევაში, როდესაც მუშა საქონელი საერთოდ არ ჰყავდათ ან ცალი ხარი ჰყავდათ და ამიტომ ვერ ახერხებდნენ დამოუკიდებლად მიწის დამუშავებას, მიმართავდნენ შრომის ორგანიზების გარკვეულ ფორმებს. შრომით გაერთიანებას სამეგრელოში უწოდებდნენ „ქალუსკვეთ, „ქალუსკვეთ ხოჯეფი“. 

შრომის ორგანიზებისას რამდენიმე ოჯახი ერთიანდებოდა თავიანთი სახვნელი იარაღებითა და ხარებით და ერთად, რიგრიგობით ამუშავებდა ერთმანეთის მიწებს.

მუშაობისას კვების, დასვენებისა და შრომის დრო ზედმიწევნით იყო განაწილებული.  ხვნისას  ქალი შრომაში ძირითადად არ მონაწილეობდა, მას  საჭმლის გამზადება და მინდორში მიტანა ევალა. საკვებად მიჰქონდათ - ჭადი, ყველი, ღომი, ლობიო. ხარებს სადილობის დროს ასვენებღნენ, აჭმევდნენ და  წყალს ასმევდნენ. 

სამეგრელოში, ისევე როგორც მთელს დასავლეთ საქართველოში შრომის ორგანიზების ფორმა იყო „ნოდი“, რაც   გულისხმობდა მეზობელთა შორის შრომით ურთიერთ დახმარებას, ანაზღაურების გარეშე. ამ დროს სამუშაოს პატრონი მოწვეულ პირთ, ჩვეულებრივ უმასპინძლდებოდა სამუშაო დღის ბოლოს. ნოდს მიმართავდნენ  მოსავლის აღებისას, სიმინდის რჩევის, ღომის ცეხვის დროს.  სიმინდის აღებასა და რჩევისას ნოდში ქალებიც მონაწილეობდნენ, ხოლო ღომის ცეხვისას ქალების ნოდი ეწყობოდა.

შრომითი გაერთიანების ფორმებს შორის   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო  გაჭირვებული ოჯახის და ქვრივ-ობლების დახმარება, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.  ასეთ დროს ხშირად მეზობლები თავინთი  საგზლითა და სამეურნეო იარაღებით მიდიოდნენ და ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ოჯახებს.  სამეგრელოში შრომის ორგანიზაციის ამ ფორმას გამოხატავდნენ სიტყვით  - „შენწოობა“.

ზუგდიდიbaner (8).png
N 17_edited.jpg
bottom of page