კირუ-კარუ
A Host
Lord of the House and the Feast
კირუ-კარუ ახალ წელს, სადილის შემდეგ, დაღამებამდე, ძველ კოლხურ ოჯახში ეწყობოდა უჩვეულო-ცერემონია-რიტუალი, რომელიც დასახელების ეტიმოლოგია ეთნოგრაფთა მოსაზრებით უცნობია. ოჯახის დიასახლისი ამ დღეს ხორბლის ან ჭვავის ფქვილის ცომისაგან ამზადებს სხვადასხვა ცხოველ - ფრინველის, თუ არასულიერი საგნის კვერებს, რომელსაც აცხობს ქვის კეცზე - ანგურაზე. კვერებზე მნიშვნელოვანი იყო ყურძნის მტევნისა და კრუხის გამოსახულებაის გამოსხავა, რომელთაც გამოცხობამდე დაწინწკლავენ დაჩხვლეტენ ქათმის ფრთის ყუნწით. კვერებს ასევე ამზადებდნენ საცეცხველის იგივე ოჩამურეს, სანიავებელის იგივე ოხიორაშესა და სხვა სამეურნეო ნივთების ფიგურები, სამხრობის დროს დიასახლისი ოჯახის წევრებს მოუხმობდა და თამაშდებოდა კრხისა და წიწილების კავშირის ინსცენირება. კრუხი მოუხმობს წიწილებს ძახილით და ილოცება „ჩე ქოთომი ჩელაია! ჩე მუნომირხიალეე, ოში ანთასი ჩქიმი თის, აკა მეძობელიში თის! (თეთრო ქათამო, თეთრმანავ! თეთრი შემომისრიალე კვერცხი, ასი ჩემსას, მხოლოდ ერთი მეზობლისას).
კრუხისა და წიწილების რიტუალის დასრულების შემდეგ ოჯახის უფროსი მამაკაცო აგრძელებს რიტუალს. მამაკაცი ცალ ხელში ჯოხითა და მეორეში გამომცხვარი კვერებით სასვე ხონჩით მარნისკენ მიდის, უკან ოჯახის ყველა წვერი მიყვება და თითოეულ თანმხლებს ცალ ხელში ჯოხი და მეორეში ძღვენი უჭირავს, გოგრა, სანთელი. გამომშრალი ხილი, თხილის ხის ჯოხები,, ფქვილი და სხვა. ხელჯოხიანები უფროსის წინამძღოლობით შედიან მარანში, დადგებიან საწნახელის გასწვრივ და იწყებენ ყურძნისმტევნის გამოსახულებიანი კვერების მიფშვნასა და საწნეხელზე ჯოხის ცემას შემდეგი სიტყვებით: „ჯუჯელია, ჯუჯელია, ჩქიმი მამული ხარგელია, შხვაში მამული ფურცელია, ჩანა, ჩანა, ჩქიმი მამულს ჸურძენი დო შხვაში მამულს ფურცელი.“ („თავი და თავი თავთავი, ჩემი მამული დახუნძული, სხვისი მამული ფოთოლი! ცენება, ცენება, ჩემს მამულში, ყურძენი, სხვის მამულში მხოლოდ ფოთოლი). მსგასვი რიტუალი შესაძლებელია შესრულდეს ასევე ნოსელსა და საქონლის სხვადსხვა სადგომში. ცხოველთა ფორმის გამომცხავრი ფიგურები მზადება დაბმული საქონლის (კირუ) და დაუბმელის (კარუ, ოკარიეში შემსვლელის) რიტუალისთვის, რომელის ცხოველთა ნაყოფიერებსა და გამრავლებას ემსახურება.