დიარა - საქორწილო ლხინი
First-foot
ქორწინებას, რომლის უნიშვნელოვანეს რიტუალს ჯვრისწერა წარმოადგენს, მეგრელები დიდი გულმოდგინებით ეკიდებოდნენ. ჯვრისწერის შემდგომ მაყრიონი გზაში სიმღერით მიეშურებოდა სიძის სახლისაკენ. სასიძოს სახლთან მიახლოებისას მახარობელი, ცხენის ჭენებით ყველაზე ადრე შეირბენდა ეზოში. მახარობელს უნდა შეხვედროდა მანდილოსანი ხონჩით ხელში. ხონჩაზე საჭმელ–სასმელთან ერთად იდო საქონლის მოხარშული წვივი.
ჯვრისწერის გაგრძელებას საქორწილო ნადიმი, ნათესავთა და მეგობართა ,,ერთად პურობა“ წარმოადგენდა, რომლის დროსაც ახლადჯვარდაწერილების ლოცვა-კურთხევა გრძელდებოდა. ,,დიარაზე“ (საქორწილო ლხინზე) ოჯახის უფროსი ირჩევდა თამადას (ტოლბაშს) - სუფრის გამძღოლს. ტოლუმბაშს ერთი კვირით ადრე აფრთხილებდა ოჯახის უფროსი. თამადა მთელი კვირის განმავლობაში მარილიან მჭადს ჭამდა, რომ მოწყურებოდა და ქორწილში ბევრი ღვინო დაელია.
ქორწილის დროს, ტრადიციულად, ვაჟის სახლში გროვდებოდნენ სტუმრები, პატარძალი მოჰყავდა მაყრიონს.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუ როგორ შეხვდებოდნენ დედოფალს, სამეგრელოში, ვაჟის დედა მეფე-დედოფალს შეეგებებოდა, დალოცავს ორივეს და შეაჭმევდა შაქარს ან
„ჩვენს ევროპაში, როცა ცოლს ირთავენ, უმთავრეს საგნად აქვთ მზითვის მიღება... ჰფიქრობენ, რომ ყოველსავე ნაკლულევანებას დაფარავს ოქრო და ვერცხლი... კოლხიდაში ასე როდია. მეგრელები ცოლში ეძებენ ფიზიკურ სიმშვენიერეს, კარგ შთამომავლობას და საუკეთესო ზრდილობას“.
არქანჯელო ლამბერტი - იტალიელი მისიონერი, XVII საუკუნე
„ქალები სმაში ძალიან თავშეკავებულნი არიან მრავალ ნადიმს დავსწრებივარ და არასდროს არ მინახავს ღვინის მსმელი ქალი, კაცები კი ერთიდან უკნასკნელამდე მსმელები არიან... ქართველი კაცები ძალიან ძლიერნი არიან, არასდროს თვრებიან, რამდენიც არ უნდა დალიონ, ყოველთვის დინჯი რჩებიან და სიტყვასაც კარგად ამბობენ“
დონ კრისტოფორო დე კასტელი - იტალიელი მისიონერი, XVII საუკუნე
თაფლს, რათა ერთობლივი ცხოვრება სიტკბოთი დაიწყოთ და თავზე დააყრიდნენ ქერს (ნაყოფიერების სიმბოლოს). მეფე კარებთან დამხობილ თეფშს ფეხის ერთი დარტყმით გატეხავდა, დედოფალი კარებთან მდგარი ჭიქით ღვინოს წააქცევდა და მეფე-დედოფალი სახლში შევიდოდა. ზღურბლთან შესრულებულ ამ რიტუალს ბოროტი სულების განდევნას უკავშირებდნენ.
ძველად პატარძალს ხელში მისცემდნენ ხვავისა და ბარაქის ნიშნად ღომის მარცვლებით სავსე ჯამს, ამ ჯამით პატარძალი კერას გარშემო შემოუვლიდა და თესავდა ღომის მარცვლებს, მაყარი მას უკან მისდევდა ღა მღეროდა „კუჩხა ბედინერს", დედამთილი მას დალოცავდა „ჯგირი ნერჩიში ქოცოფედავა“ - კარგი ფუძისა იყავიო.
მეგრულ სუფრაზე სმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ, თუ ვინმე შეძლებდა დაცლილი სასმისი შაირ–ლექსებით გადაელოცა სხვისთვის. ექსპრომტს თუ ექსპრომტითვე უპასუხებდნენ, ვაჟკაცობად ითვლებოდა. ქორწილში ხშირად გააბამდნენ ფერხულსაც.