მითორგინაფა
როდესაც უშვილო ოჯახი გადაწყვეტდა ბავშვის შვილად აყვანას, წინასწარი მოლაპარკებისა და დათქმების საფუძველზე უშვილო ქალისა და შერჩეული ოჯახის გაცნობა ხდებოდა. როგორც კი შერჩეული ქალი დაორსულდებოდა უშვილო ქალი მუცელზე ბალიშს გაიკეთებდა, თავს უფრთხილდებოდა და ორსულობის მთელი პროცესის ინსცენირება თამაშდებოდა. მშობიარობის ვადამდე ორი სამი კვირით ადრე ორივე ქალი ერთად ერთად იწყებდა ცხოვრებას ბავშვის გაჩენამდე. მშობიარობის დროს უშვილო ქალიც ლოგინში წვებოდა და როგორც მშობიარე, კვნესოდა და განიცდიდა, ისევე ზედმიწევდნიდ იმეორებდა მშობიარობის მთელ პროცესს. ბებიაქალი ახალდაბადებულ, ცრუ მშობიარეს ჯერ კიდევ მტირალა ბავშვს ლოგინში ჩაუწვენდა და ისე იწყებდა მოვლასა და გაწმენდა-განბანვას და სრულდებოდა "მითორგინაფა" ან "მითოდგუმა". განუბანელი ბავშვის მშვიელებლთან მიყვანის შემდეგ, ბავშვი ითვლებოდა მის ნამდვილ შვილად. „მითორგინაფა“ ბიოლოგიური დედობის ინსცენირებული წეს-ჩვეულებაა, რომლის რიტაულური არსი დედა - შვილობის კავშირსა და მთელი პროცესის იმიტირებულ განცდას მოიცავს.