ელიობა
გვალვა-დელგმის საწინააღმდეგოდ და მიწის მოსავლიანობის გამრავლებისათვის არაერთი რიტუალი არსებობდა სამეგრელოში. მაგალითად, „ელიობას ორი კაცი ყანაში წავიდოდა, წაიღებდა ერთ ქოთან რძეს, ოთხ კვერს და ლეკუხას (ხეჭრელას) ჯოხს. ამ ჯოხზე, ყანის ავი თვალისაგან დაცვის მიზნით, ჯვარს ამოჭრიდნენ და თვალსაჩინო ადგილას გააკეთებდნენ. ყანაში ცეცხლს დაანთებდნენ და ზედ რძით სავსე ქოთანს დაადგამდნენ. ერთი, რომელსაც ხელში მამალი ეჭირა, დანის გარშემო დარბოდა, მიწას ჯოხს არტყამდა და გაიძახოდა: წმ. ელია მაჩუქე ყანაო; შემდეგ ცეცხლთან მივიდოდა და მეორე კაცს ეკითხებოდა – ადუღდა თუ არა რძეო. ის უპასუხებდა – ადუღდა და გადმოვიდაო. ეს კითხვა-პასუხი რამდენჯერმე მეორდებოდა. თუ რძე გადმოვიდოდა და ცეცხლი ჩაქრებოდა, ეს კარგი მოსავლის უტყუარ ნიშნად ითვლებოდა. ამის შემდეგ კლავდნენ მამალს, ატყავებდნენ, გაკეთებულ ფიტულს თავფეხებიანად ხეზე ჰკიდებდნენ, ხორცს იქვე ჭამდნენ და მიწის მოსავლის გადიდებაზე დაილოცებოდნენ.