top of page
Blue Sky

დაავადებანი და მათი მკურნალობა

ჟიულ მურიეს მიხედვით

ექიმებს თითქმის არასდროს მიმართავენ, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ოფიციალურ მედიცინას ნაკლებად ენდობა. მათთვის უფრო სანდონი არიან გამოცდილი მოხუცი ქალები და ექიმბაშებთან. გთავაზობთ ამ უცნაური ექიმბაშების ზოგიერთ რეცეპტს და ავადმყოფობის დროს შესრულებულ ზოგ საკმაოდ უცნაურ ჩვეულებას:

თევზის მოწამვლის შემთხვევაში უნდა გადაყლაპოთ იმავე თევზის ნაღველი! 

კუჭის ტკივილის დროს აწონეთ უმი კვერცხი და მისი წონის შაბი შეურიეთ კვერცხის გულში, მას შემდეგ რაც ცილას მოაშორებთ. ნაჭუჭი დახურეთ ფქვილით, კვერცხი შეწვით ღუმელში ნელ ცეცხლზე და შემდეგ აჭამეთ. ის უმალვე განიკურნება! 

მორიელის ნაკბენს უბრალოდ ადებენ ალუბლის დაფხვნილ ფოთლებს. 

გველის ნაკბენისათვის არსებობს განსაკუთრებული ლოკოკინა, რომელსაც ადებენ ნაკბენზე. მას შეუძლია შეიწოვოს შხამი და ჩააქროს ანთებითი პროცესი. რამდენიმე წუთში ნიჟარა გამწვანდება. შემდგ მას ჩააგდებენ რძეში, სადაც ამოანთხევს შხამს და კვლავ თავისი პირვანდელი მონაცისფრო ფერით დაიფარება. ეს მეთოდი ინდური წამლობიდან მომდინარეობს. 

ძაღლისა და სხვა ცოფიანი ცხოველის კბენის შემთხვევაში გამოიყენება დასალევი წამალი და განსაკუთრებული მკურნალობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეფექტურია. 

როდესაც წითელა ან ყვავილი გამოაჩნდებათ, მშობლები და ახლობლები იჩოქებენ ავადმყოფის საწოლთან და ოთახს რთავენ წითელი და მყვირალა ფერის ქსოვილებით. მოაქვთ ყვავილები, ღვრიან წყალს, უკრავენ გიტარას, ცეკვავენ და წარმოთქვამენ ჯადოსნურ სიტყვებს. ავადმყოფს ასმევენ ქალის რძეს! 

დიდი შიშის ან სიხარულის გამო გულწასული ადამიანის მოსაბრუნებლად მოიხმობენ მკითხავს რომელიც აღდგომის ღამეს ნაქონი ქამრით ავადმყოფს გაუზომავს ხელის სიგრძეს იდაყვიდან ნეკა თითამდე. თუ ქამრის სიგრძე ზუსტად არ დაემთხვევა ორივე მხარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გული დასნეულებულია. მაშინ წარმოითქმის შემდეგი ვედრება: „გულო, ჩადექ საგულესა! ნუ გასცდები ბუნებრივ საზღვრებს! დაკმაყოფილდი შენი სამყოფელით! ნუ ხეტიალობ! მე შენ შეგიკერავ ჭრელ ბუდეს ისეთი ფერებით, რომელიც შენ მოგეწონება! ღმერთო, შემისრულე თხოვნა!“

ეპიდემიების დროს განსაკუთრებით კი დიზენტერიის დროს, მოსახლეობას განსაკუთრებული შიში იპყრობს; ყველანი გარბიან. საბრალო ავადმყოფი სრულიად მიტოვებულია და არავინ თანხმდება მასთან დარჩენას. 

ავადმყოფს ძალიან იშვიათად აძლევენ ღვინის დალევის უფლებას. თუ გარშემომყოფთაგან ვინმემ დალია ღვინო, ის ერიდება ავადმყოფის ოთახში შესვლას.

იმ საკმაოდ იშვიათ შემთხვევაში როდესაც წამალი გამოწერილია რომელიმე ექიმბაშის მიერ, ამ წამლის პირველ წვეთს, სანამ ავადმყოფს ჩააყლაპებენ, მტკივნეულ ადგილს აწვეთებენ. 

  • თუ ავადმყოფობის დროს ვინმემ მოგარჩინათ, მაშინ თქვენ მისი ოჯახის წევრი და ახლობელი ხდებით. ​

  • თქვენი გამოჯანსაღების შემდეგ პირველად თმა მან უნდა შეგჭრათ, ვინც ავადმყოფობისას მოგიარათ. 

Natural Treatment
bottom of page