top of page
Blue Sky

ვაშინერს

მეგრულმა ყოფამ დღემდე შემოიინახა ტაბუირების თითქმის ყველა ისტორიულად ცნობილი სახეობა, რომელთა უმრავლესობა დღესაც ფუნქციურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. ვაშინერს სიტყვასიტყვით არხსენებულს, ანუ უთქმელს, უხსენებელს ნიშნავს. ვაშინერს არა მარტო აკრძალვაა, არამედ ნიშნავს, რომ ქმედების თუ საგნის სახელის ხსენებაც შეუძლებელია. ვაშინერს ასევე უკავშორდება რაიმე ქმედების აკრძალვას და უზენაეს კრძალვას. 

ვაშინერსი ნაწარმოებია სიტყვა შინუა - დან, რაც ნიშნავს ხსენებას, აქედან „ვაშინერსი“ არ სახსენებელი ან უხსენებელი. ვაშინერსის ქვეშ მოქცეულია ყველა ის აკრძალული მოქმედება და საგნები, რომელთა ხსენებას და შესრულებას შეუძლია ადამიანსა და მის ოჯახს უბედურება მიაყენოს.

ცნობილია ვაშინერს - ტაბუირების რამდენიმე სახე: საკუთარი სახელების, ცხოველთა, ფრინველთა და ქვეწარმავალთა სახელების ტაბუ და სხვადასხვა რიტუალთან დაკავშირებული აკრძალვა. 

ცნობილია საოჯახო განრიდების ჩვეულება, როცა რძალი ქმარს და ნათესავებს არ მიმართავს სახელით, რძალს სახელსაც კი უცვლიდნენ. ამ ჩვეულებას უხუცესთა უმრავლესობა დღესაც მიმართავს. ბოლო დრომდეა შემონახული სტუმართმოყვარეობისა და უფროსების პატივისცემის ტრადიცია. განსაკუთრებულად ემსახურებიან სტუმარს. დღესაც სრულდება მასპინძლის მიერ სტუმრის ხელის დაბანის ჩვეულება, თუ ის წყალს მოითხოვს, ფეხზე დამდგარი ელოდებიან, სანამ ჭიქას დაცლის, ფეხზე დგებიან უფროსების შემოსვლისას და სხვა. 

საკუთარის სახელის კრძალვას, დღემდე იცავენ და განსაკუთრებით უხეცებისთვისაა დამახასიათებელი. ქალები საუბრის დროსაც ერიდებან მამამთილის, ქმრის, მისი ნათესავების სახელით მოხსენიებას, რითაც ადრესატების მიმართ პატივისცემასა და მორიდებას გამოხატავდნენ.

 

საყოფაცხოვრებო ტაბუებიდან ცნობილია ცეცხლთან დაკავშირებული კრძალვა - სამეგრელოში კერის ცეცხლზე წყლის დასხმა და ჩაქრობა არ შეიძლებოდა, იტყოდნენ „ვაშინერსია“. მეგრელები კერის ცეცხლზე ფიცულობდნენ და იწყევლებოდნენ. კერის ცეცხლს ორშაბათობით და ახალ წელიწადს ოჯახიდან არ გასცემდნენ. 

Untitled design (3)_edited.jpg
bottom of page