top of page

ხასიათი

მეგრელები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საკმაოდ უზადო და გასაოცრად ლამაზები არიან. მამაკაცებს წვრილი წელით, აშოლტილი, პროპორციული აღნაგობით, ღონიერი, თანდაყოლილი სიკოხტავით, რომელი კლასისაც არ უნდა იყვნენ ისინი, მაღალი ფენის ადამიანების მიხრა-მოხრა აქვთ. მეგრელები არ თვრებიან, თავდაჯერებულები, გულადები, რაინდები არიან და ძალიან უყვართ ცხენები. მიუხედავად იმისა, რომ კბილებამდე შეიარაღებულები არიან, მშვიდობიანი ხასიათი აქვთ და იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ხმარობენ.

 

ისინი გულითადები და უზომოდ თავაზიანნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტადაც კი - მათ ურჩევნიან იცრუონ, ვიდრე გაწყენინონ. მეგრელებს სტუმართმასპინძლობის კულტი აქვთ. ბუნებისგან მინიჭებული სხარტი აზროვნების წყალობით მათ ყველაფერზე აქვთ საკუთარი შეხედულება, რომელიც არც საკმარისად ღრმაა და არც უტყუარი, მაგრამ შეუძლიათ საუბრის წარმართვა და ენამოსწრებულნიც არიან. ისინი ნებისმიერ სიტუაციაში ამჟღავნებენ გონიერებასა და მოხერხებულობას. გამჭრიახები, მოურიდებელნი, ახლობელზე ძვირის მთქმელნი, ესქსპანსიურები, მხიარულები, ეჭვიანები, დაუზარელები, უდარდელები და გულჩვილები - ამ თვისებებს ალბათ კლიმატური პირობები განაპირობებს.

 

მეგრელებს სძულთ და ეზიზღებათ შრომა და არ აქვთ მოთმინების უნარი. მათ უყვართ იოლი შრომით მოპოვებული ფული და ისეთი საქმე, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად მოიტანს მეტ შემოსავალს. გაჭირვების დროს მეგრელები სუსტები არიან, უყვართ ტრაბახი და ყველანაირი სიახლე, უმიზნოდ არაფერს აკეთებენ. სხვის მიმართ უნდობლები, ცნობისმოყვარეები და შორს მჭვრეტელები არიან, საკუთარ საქმეში კი ფრთხილები. გარშემომყოფებზე გულწრფელისა და გულღიას შთაბეჭდილებას ახდნენ, თუმცა საკუთარი გრძნობების დამალვა კარგად ეხერხებათ. ცრუმორწმუნეობაში გადაჭარბებულ ღვთის მოსაობას ურევენ, ვალდებულება და პატიოსნება თავისებურად ესმით და ზნეობასთან და მორალთან ერთად სხვა, ნაკლებად ღირსეული თვისებებიც აქვთ.

შურისმაძიებლები არიან, მტკიცედ იცავენ ცოლქმრულ კავშირს. საკუთარ თავს თითქმის ყველა მეგრელი თავადს ან აზნაურს უწოდებს და მათ მიხრა-მოხრას თუ შეხედავთ, არც დაეჭვდებით მათ წარჩინებულ წოდებაში. 

N 5.jpg
N 7.jpg
bottom of page