პროექტის შესახებ
გასტრონომიის ციფრული მუზეუმი ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა ევროკავშირის დაფინანსებული EU4Culture პროექტის მხარდაჭერით, რომელიც განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრების, დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მიერ, Creative Spark (საქართველო), Creative Strategies Lab (საქართველო), Creativity Lab (ესტონეთი) და Culture Venture (მალტა) მჭიდრო თანამშრომლობით.
დონორი
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი (2021-2024) პროექტია, რომლის მიზანია კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. ამ მიზნით, პროექტი მხარს უჭერს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. პროექტი ასევე უზრუნველყოფს არტისტებისა და კულტურის პროფესიონალების მობილობის პროგრამების დაფინანსებას, ასევე, ფესტივალების, კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას. EU4Culture პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ზუგდიდი პროექტის ფარგლებში მსოფლიოს 70 ქალაქს შორის შეირჩა და საქართველოს სხვა ორ ქალაქთს შორის გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 300.000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღო კულტურის სტრატეგიის განხორციელების მიზნით.
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანსწრაფვაა, ზუგდიდი აქციოს გასტრონომიის შემოქმედებით ქალაქად და ადგილობრივ ხელოვანთა და გასტრონომიის სექტორის წარმომადგენელთა შორის მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, საერთო მიზნის მისაღწევად - ზუგდიდი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ცნობილი გახდეს, როგორც გასტრონომიული ინოვაციის ქალაქი, სადაც კულტურა და შემოქმედებითობა ხელს უწყობს გასტრონომიის განვითარებას და, მასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას.
პროექტის მისია
გასტრონომიის მუზეუმი (პროექტის კონტექსტში)
ჩვენი მიზანია, ზუგდიდი გავხადოთ ცნობილი, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის გასტრონომიული ტურიზმის შემოქმედებითი ქალაქი, გამორჩეული თავისი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მომსახურებითა და სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ტრადიციით.
მომავლის ზუგდიდი ჩვენ წარმოგვიდგენია ქალაქად, სადაც მისი ავთენტური გასტრონომიული კულტურა და შემოქმედებითი მიდგომები აღიარებულია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ხდება მეგრული გასტრონომიული კულტურის ექსპორტი და სამეგრელოს აქვს ცნობადობა საერთაშორისო არენაზე, როგორც გასტრონომიული დანიშნულების ადგილს, რომელიც ქართული გასტრონომიული კულტურის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნაწილია და გასტრონომიული ტურიზმი ზუგდიდის მშპ-ში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.
გასტრონომიის მუზეუმი...