მიწათმოქმედება სამეგრელოში
სამეგრელოში კლიმატური გარემო, ნოყიერი ნიადაგები, ზამთრის მცირე პერიოდი, სხვადსხვა სამეურნეო კულტურების მოყვანისათვის ხელშემწყობ პირობას ქმნის. ჟან შარდენი, რომელმაც XVII საუკუნეში სამეგრელოში იმოგზაურა, აღნიშნავს, რომ სამეგრელოში მოჰყავთ - ღომი, ფეტვი, ბრინჯი, ქერი.
სათესი კულტურებიდან, სამეგრელოძმი ძირითადად მოჰყავდათ: კოლხური ასლი, ფეტვისა და ღომის რამდენიმე ჯიში, სიმინდი, ხორბალი, ქერი, ჭვავი, ლობიოს რამდენიმე ჯიში; ტექნიკური კულტურებიდან: ბამბა, სელი და კანაფი.
სიმინდის კულტურის შემოსვლა-გავრცელებამდე (XVIIს.) სამეგრელოში დიდი რაოდენობით უთესიათ ფეტვი. ფეტვის კულტურა მოსავლიანობის თვალსაზრისით ბევრად აღემატებოდა სხვა, დანარჩენ კულტურებს. ხალხის რწმენით: ფეტვის მჭადი ადამიანისათვის ძალ-ღონის მიმნიჭებელი ყოფილა.
დიხა-გუძუბას არქეოლოგიური მასალები, რომელიც II ათასწლეულის ცხადყოფს, ამ პერიოდში კოლხეთის დაბლობში ინტენსიურად იყო განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურა. ჯერ კიდევ ელუნურ ხანაში, კოლხეთის სამეფოს შემდგომი მყოფს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან. VI საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი მენანდრე პროტიქტორის ცნობით, ლაზთა სამეფოსა და სვანეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები იყო, კოლხეთიდან უგზხავნიდნენ პურს სამაგიეროდ, სვანებისაგან თაფლსა და ტყავს იღებდნენ.
როგორც ცნობილია, დღესდღეობით ერთ-ერთი წამყვანი კულტურა, სიმინდი, დასავლეთ საქართველოში XVII საუკუნეში გამოჩნდა. სიმინდის გავრცელებამ გარკვეული სამეურნეო გარდატეხა გამოიწვია, პირველ რიგში, აღსანიშნავია ღომის შემცირება. საქართველოში, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ყანის დამუშავებისას თოხით ძირითადად მამაკაცები მუშაობდნენ, მაგრამ იქ, სადაც მცირე სამუშაო იყო შესასრულებელი, მაგალითად ბოსტნის მოვლა-პატრონობა და ბოსტნეულის მოყვანა ყოველთვის ქალს ებარა.